ჩრდილოეთ კორეამ ორი მცირე რადიუსის რაკეტა გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ორი მცირე რადიუსის რაკეტა გამოსცადა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ სამხრეთ კორეის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბების დირექტორატის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ რაკეტები სონდოკის სამხედრო აეროდრომიდან შაბათს დილით გაუშვა. რაკეტებმა 97 კილომეტრ სიმაღლეს მიაღწიეს და დაახლოებით 380 კილომეტრი მანძილი დაფარეს.

„მიუხედავად იმისა, რომ ერთობლივი [აშშ-სამხრეთ კორეის] სამხედრო წვრთნები დამთავრდა, ჩრდილოეთ კორეა რაკეტების გაშვებას აგრძელებს, რაც უკიდურეს შეშფოთებას იწვევს,“ - განაცხადა სამხრეთ კორეის ეროვნულმა უშიშროების საბჭომ.

აღსანიშნავია, რომ ეს ჩრდილოეთ კორეის მხრიდან რაკეტების გაშვების მეშვიდე შემთხვევაა შშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩრდილო კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინის შორის ივნისში გამართული შეხვედრის შემდეგ, როდესაც ლიდერები მოლაპარაკებების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა