თამარ ჩუგოშვილი - მცდელობა, რომ „რუსთავი 2" განადგურდეს, ყოფილი დირექტორის და მფლობელის ტიპური ქმედებაა - მიხეილ სააკაშვილს ახასიათებს, რომ მის მერე ქვა ქვაზე არ უნდა დარჩეს

ვფიქრობ, "რუსთავი 2"-ის დატოვება ჟურნალისტების ნაწილისთვის წნეხის, ყოფილი დირექტორის ბულინგის ქვეშ მიღებული გადაწყვეტილება იყო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ ჟურნალისტებმა ტელევიზიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.

„ვფიქრობ, ნაწილობრივი მათგანისთვის ეს იყო წნეხის ქვეშ, ყოფილი დირექტორის ბულინგის ქვეშ მიღებული გადაწყვეტილება და ეს არც მათ და არც არხის ინტერესებში შედიოდა. მცდელობა, რომ „რუსთავი 2" განადგურდეს, ყოფილი დირექტორის და მფლობელის ტიპიური ქმედებაა, რადგან ზოგადად, მიხეილ სააკაშვილს ახასიათებს, რომ მის მერე ქვა ქვაზე არ უნდა დარჩეს. ეს მიდგომა ზოგადად აქვს და როგორც ჩანს, ამჯერად გადაწყვიტა, რომ გამოიყენოს „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით, რადგან სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ მას არ ეკუთვნის არხი და ეკუთვნის სხვა მფლობელს", - აღნიშნა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა.

მისივე თქმით, საზოგადოებამ, მედიამ და ჟურნალისტებმა ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილს „რუსთავი 2"-ის განადგურების უფლება არ უნდა მისცენ.

„ვფიქრობ, რომ ჟურნალისტებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ არ არის სწორი დამოკიდებულება მათი მხრიდან იმ არხის განადგურების მცდელობა, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქვეყნისა და თანამედროვე ისტორიის ნაწილად იქცა და არ არის სწორი მისი განადგურება იმის გამო, რომ ასე სურს ყოფილ დირექტორს, რომელმაც ბოლო პერიოდში არხი აქცია არაეთიკურობის, უზრდელობისა და ყალბი, ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელების ადგილად. ეს ძალიან არასასიამოვნო, არასწორი და დამაზიანებელი იყო როგორც მედიისთვის, ისე - არხისთვის. ვფიქრობ, ჟურნალისტებმა უნდა გაიაზრონ, რომ მათი მცდელობა, საბოლოოდ განადგურდეს ეს არხი, არ არის სწორი დამოკიდებულება არც არხთან დაკავშირებით და მიმართებით და არც მედიის თავისუფლებასთან მიმართებით. მე რომ ვიყო მედიის წარმომადგენელი, თუ სადმე ექნებოდა პროფესიონალურად მუშაობასა და ბრძოლას აზრი, ეს იქნებოდა სწორედ "რუსთავი 2". ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესია, "რუსთავი 2" დარჩეს ობიექტურ, კრიტიკულ არხად, ამისთვის გარანტიები ჟურნალისტებმა რა თქმა უნდა, უნდა მიიღონ ახალი მფლობელისგან და მენეჯმენტისგან. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მენეჯმენტი შეძლებს ამის უზრუნველყოფას. "რუსთავი 2" თანამედროვე საქართველოს ისტორიის ნაწილად იქცა და როგორც არ უნდა უნდოდეს გვარამიასა და სააკაშვილს მისი განადგურება, ვფიქრობ, ამის უფლება არც ჟურნალისტებმა, არც საზოგადოებამ და არც მედიამ მათ არ უნდა მისცეს", - განაცხადა ჩუგოშვილმა.

ალექსეი მალაშენკო - სირიაში ყველაფერი ისევ ისე იქნება, როგორც აქამდე იყო,  ბაშარ ასადის შესანარჩუნებლად მოსკოვს ანკარასთან და თეირანთან კომპრომისებზე წასვლა უწევს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
საქართველოს საგარეო პოლიტიკა - ნაბიჯები მომავლისკენ
"ჩიპოლინო" – ევროპული საბავშვო აქსესუარები "ავერსის" ქსელში
დღეიდან, ლიბერთის ბარათით Apple Pay-ს საშუალებით გადახდისას ლიბერთის მომხმარებელი 5%-იან ქეშბექს მიიღებს
"ბაზისბანკის" შვილობილი კომპანია „ბი ეიჩ ელ ლიზინგი’’ მომხმარებელს ბაზარზე საუკეთესო პირობებს სთავაზობს
BDO-მ მე-4 კატეგორიის კომპანიების მომსახურებისთვის სპეციალური გუნდი გამოყო
რა მავნე ნივთიერებები აღმოაჩინა ჰამბურგის ლაბორატორიამ საქართველოდან გაგზავნილი თუთუნის შემადგენლობაში