თამარ ჩუგოშვილი ია კერზაიას საქმეზე გამოძიების შეწყვეტაზე - როდესაც ოჯახის წევრებს და შვილს აქვს განცდა, რომ საქმე არ იყო სათანადოდ გამოძიებული, ეს ძალიან სამწუხაროა

ძალიან სამწუხაროა, როდესაც ოჯახის წევრს რჩება განცდა, რომ გადაწყვეტილება არ შეესაბამება მათ მოლოდინებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა პროკურატურის მიერ ია კერზაიას საქმეზე გამოძიების შეწყვეტას და კერზაიას შვილის, ბაჩანა შენგელიას პოზიციას გამოეხმაურა.

როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, საქმის სამართლებრივ მხარეზე ვერ ისაუბრებს, რადგან გამოძიების დეტალები არ იცის.

„თავად პროკურატურამ უნდა ისაუბროს იმ არგუმენტებზე, რაც მან მოიყვანა. მხოლოდ შემიძლია ერთადერთი რამ ვთქვა - როდესაც ოჯახის წევრებს და შვილს აქვს განცდა, რომ არ იყო სათანადოდ გამოძიებული საქმე, ეს ძალიან სამწუხაროა და პროკურატურამ უნდა სცადოს, სათანადო ინფორმირება მოახდინოს მისი ან წარმართოს პროცესები ისე, რომ ოჯახის წევრებს ჰქონდეთ განცდა, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება იქნა საქმესთან დაკავშირებით მიღებული. ბუნებრივია, ძალიან სამწუხაროა, როდესაც ოჯახის წევრს რჩება განცდა, რომ გადაწყვეტილება არ შეესაბამება მოლოდინებს“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რომელიც პროკურატურამ გუშინ გაავრცელა, დანაშაულის ნიშნების არარსებობის საფუძველზე ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა.

კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია აცხადებს, რომ საქმის გამოძიება ფორმალურად მიმდინარეობდა და პროცესი პოლიტიკური იყო. ის აპირებს, პროკურატურის გადაწყვეტილება ყველა ინსტანციაში გაასაჩივროს, შემდგომ კი სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს.

თამარ ჩუგოშვილი კერზაიას საქმეზე" target="_blank" rel="noopener">იხილეთ ვიდეო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს