ირანმა ახალი რაკეტა გამოსცადა

ირანმა ახალი რაკეტა გამოსცადა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ირანის რევოლუციური გვარდიის მეთაურზე, გენერალ მაიორ ჰუსეინ სალამიზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა თავდაცვითი და სტრატეგიული სისტემების დატესტვა მუდმივად ხდება და ჩვენი შემაკავებელი ძალის ზრდის მიზნით მუდმივად ქმედით ნაბიჯებს ვდგამთ“, - განაცხადა სალამიმ. მისივე თქმით, „გუშინდელი დღე ამ თვალსაზრისით, ქვეყნისთვის ერთ-ერთი წარმატებული დღე იყო“.

ჰუსეინ სალამის რაკეტის შესახებ სხვა ინფორმაცია არ გაუჟღერებია.

აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც გასულ წელს ვაშინგტონი ირანთან ბირთვული პროგრამის შესახებ 2015 წელს მიღწეულ შეთანხმებას გამოეთიშა და თეირანს დოკუმენტის პირობებით გაუქმებული სანქციები დაუწესა.

ირანმა სპარსეთის ყურეში მიმდინარე წლის ივნისში აშშ-ის სამხედრო დაზვერვის დრონი ჩამოაგდო, რამაც კონფლიქტი ორ სახელმწიფოს შორის კიდევ უფრო გაამწვავა. ირანის რესპუბლიკა აცხადებს, რომ დრონი მისი ტერიტორიის თავზე დაფრინავდა, რასაც ვაშინგტონი კატეგორიულად უარყოფს და ამტკიცებს, რომ ის საერთაშორისო საჰაერო სივრცეში იმყოფებოდა.

იხილეთ ვიდეო: ირანმა ახალი რაკეტა გამოსცადა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა