თამარ ჩუგოშვილი ავთანდილ წერეთლისთვის ბრალის წარდგენაზე - ტელევიზიას მე ამას არ დავუკავშირებდი - დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი ჩარევა, ხელის შეშლა „ტვ პირველის“ მაუწყებლობაზე არ იქნება

სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი ჩარევა, ხელის შეშლა, გავლენა „ტვ პირველის“ მაუწყებლობაზე არ და ვერ იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა გენერალური პროკურატურის მიერ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლისთვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ამ ტელევიზიას ძალიან დიდ პატივს ვცემ, ისევე, როგორც ყველა სხვას და აქტიური მაყურებელი ვარ. შესაბამისად, ჩემი პირადი მოლოდინია და სრულიად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ არანაირი ჩარევა, ხელის შეშლა, გავლენა ტელევიზიის მაუწყებლობაზე არ და ვერ იქნება. რაც შეეხება საქმეს, როგორც ვიცი, ეს დაკავშირებულია ე.წ. თიბისი ბანკის გამოძიებასთან და გარკვეულ ფინანსურ ოპერაციებთან, რომელიც გამოძიებამ მიიჩნია უკანონოდ. ყველამ ვიცით და ძალიან კარგად ვაცნობიერებთ, რომ ეს ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმეა, საკმაოდ დეტალებში მიჰყვება საზოგადოება ამ საქმის განვითარებას. შესაბამისად, ინფორმაციის დანაკლისი არ არის, მეტ-ნაკლებად ყველამ ვიცით, დაახლოებით რაშია საქმე. ტელევიზიას მე ამას არ დავუკავშირებდი, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ თქვენს საქმიანობაზე არანაირი ხელის შეშლა და შეფერხება ამის გამო არავითარ შემთხვევაში არ იქნება“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს, „თიბისი ბანკის" დამფუძნებლების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ბრალი წარუდგინა. პროკურატურის განმარტებით, საქმე ეხება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების მიერ "უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება".

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს