თამარ ჩუგოშვილი გუგუტიანთკარში მიმდინარე მოვლენებზე - რუსეთი ცდილობს, საქართველო მუდმივ დაძაბულობაში ამყოფოს

რუსეთი ცდილობს, საქართველო მუდმივ დაძაბულობაში ამყოფოს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა გუგუტიანთკარში განვითარებულ მოვლენებზე კომენტირებისას განაცხადა.

რაც შეეხება კითხვას, რომელიც ეხებოდა გუგუტიანთკარში ხელისუფლების წარმომადგენლების მედიისთვის შეუტყობინებლად ჩასვლას და საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, რომ კომენტარს აღნიშნულთან დაკავშირებით მაშინ გააკეთებს, როცა საჭიროდ ჩათვლის, ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობის და პრეზიდენტის ნაცვლად ვერ ისაუბრებს.

„საქართველოს პრეზიდენტმა კი ალბათ თვითონ უნდა გააკეთოს ამასთან დაკავშირებით განცხადება, ჩემი და უმრავლესობის პოზიცია მე მგონი, ამ საკითხთან დაკავშირებით სრულიად მკაფიოა.

გუგუტიანთკარში მიმდინარე პროცესებს რაც შეეხება, როდესაც ამ ფორმით ანახლებენ მავთულხლართებს, ასევე, ამ პროცესში როგორც წესი, ადამიანური ტრაგედიები ჩნდება ხოლმე, რადგან ხდება მათი გატაცება, დაკავება და შემდგომ ძალიან დიდი ძალისხმევაა ამ ადამიანების გამოსახსნელად საჭირო. ამ ნაბიჯებით რუსეთი ცდილობს, საქართველო ამყოფოს მუდმივ დაძაბულობაში და წნეხის ქვეშ. მტრის მხრიდან არც არის გასაკვირი ასეთი ქმედებები, რომელიც აცდენილია ყველანაირ საერთაშორისო სამართალს, საერთაშორისო წესრიგს“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს