თამარ ჩუგოშვილი - იმ ცვლილებების პირობებში, რომელსაც სულ მალე კიდევ ერთხელ შევიტანთ კონსტიტუციაში, სრულიად ახალ პოლიტიკურ რეალობას მივიღებთ

დღეს, სრულიად ევროპული, კლასიკური საპარლამენტო რესპუბლიკის მოწყობის კონსტიტუცია გვაქვს - განსაკუთრებით იმ ცვლილებების ფონზე, რომელსაც კონსტიტუციაში შევიტანთ, მივიღებთ სრულიად ახალ პოლიტიკურ რეალობას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

როგორც მან განაცხადა, ყველა მოქალაქის საერთო ვალია კონსტიტუციაში ასახული პრინციპების განუხრელად დაცვა, პატივისცემა და მათი აღსრულების უზრუნველყოფა. ასევე, ჩუგოშვილი შეეხო დღეს დაგეგმილ ღონისძიებებსაც.

„24 აგვისტო ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია დღეა, რადგან ამ დღეს, 1995 წელს საქართველოს დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ პირველად შეძლო, მიეღო ქვეყნის მთავარი კანონი, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის მოწყობასა და იმ ღირებულებებს, რომელსაც ის ეფუძნება. საკმაოდ რთული 90-იანი წლებისა და ძალიან კომპლექსური პარლამენტის პირობებში ქვეყანამ მოახერხა ასეთი დოკუმენტის მიღება და ეს ჩვენი საზოგადოებისთვის ერთ-ერთი გამაერთიანებელი უნდა ყოფილიყო და პრინციპში, იყო. ამ 24 წლის განმავლობაში დოკუმენტში ძალიან ბევრი ცვლილება იქნა შეტანილი, თვისობრივად შეიცვალა მოწყობის ძირითადი პრინციპები - დავიწყეთ, როგორც საპრეზიდენტო რესბულიკამ და დღეს სრულიად ევროპული კლასიკური საპარლამენტო რესპუბლიკის მოწყობის კონსტიტუცია გვაქვს. მიუხედავად ამისა, ეს ერთადერთი კონსტიტუციაა, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში ქვეყანას აქვს, ის ეფუძნება თითქმის ასწლოვან დოკუმენტს, 1921 წლის კონსტიტუციას, თავისი დროისთვის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესულ დოკუმენტს, რომლის დაწერაც და მიღებაც შეძლეს ჩვენმა წინაპრებმა. ეს თარიღი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რა ღირებულებებს ეფუძნება ჩვენი ქვეყანა, რა მოწყობასა და პრინციპებს. ჩვენი ყველას საერთო ვალია, ამ პრინციპების განუხრელად დაცვა, პატივისცემა და მათი აღსრულება უზრუნველვყოთ.

რაც შეეხება ღონისძიებებს, მთავარი ღონისძიება გაიმართება საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში მისი მოწვევით. დღევანდელი დღის ძირითადი აღნიშვნა ეს იქნება და საქართველოს პარლამენტის წევრებიც მიიღებენ მონაწილეობას“, - აღნიშნა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა.

ასევე, ჩუგოშვილმა ისაუბრა ახალმა კონსტიტუციის შესახებ და იმ დაგეგმილ ცვლილებებზე, რომლის შეტანაც საქართველოს კონსტიტუციაში იგეგმება.

„ჩვენ მივიღეთ და განსაკუთრებით იმ ცვლილებების პირობებში, რომელსაც სულ მალე კიდევ ერთხელ შევიტანთ დოკუმენტში, მივიღებთ სრულიად ახალ პოლიტიკურ რეალობას. ჩვენი ქვეყნისთვის და პოლიტიკური სისტემისთვის დამახასიათებელი იყო ერთპარტიული დომინაცია, არსებული საარჩევნო სისტემით ერთი პოლიტიკური ძალისთვის ძალიან დიდი ძალაუფლების ხელში აღება. პირველ რიგში, იცვლება სწორედ ეს - პოლიტიკური ბალანსი, ძალაუფლების გადანაწილება, პროპორცია და ბალანსი ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შორის. რაც მთავარია, დოკუმენტში მოცემულია მნიშვნელოვანი ახალი უფლებები და გარანტიები, ასევე, დამატებითი აქცენტებია გაკეთებული სოციალურ უფლებებზე, რომელიც ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია. საერთო ჯამში, ეს დოკუმენტი, განსაკუთრებით იმ ცვლილებების ფონზე, რომელიც სულ მალე ისევ იქნება შეტანილი, ვფიქრობ, რომ სრულიად ახალი პოლიტიკური რეალობის წინაშე დააყენებს ქვეყანას და სულ მალე ყველა ერთად ვიზეიმებთ ამ ცვლილებებს“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა