სერგო რატიანი - ივანიშვილმა აგვისტო პოლიტიკურ ოპონენტებზე და თავისუფალ მედიაზე ზეწოლისთვის გამოიყენა

აგვისტო ივანიშვილმა გამოიყენა და იყენებს იმისთვის, რომ ზეწოლა მოახდინოს თავის პოლიტიკურ ოპონენტებზე და თავისუფალ მედიაზე, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო რატიანმა გენერალური პროკურატურის მიერ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის მიმართ ბრალის წარდგენის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, „ტვ პირველი“ დღეს არის ფაქტობრივად ერთადერთი, მეტ-ნაკლებად დიდი მედია, რომელიც არის თავისუფალი და მისი ხელში ჩაგდება და გაჩუმება სურს ბიძინა ივანიშვილს.

„ეს ღონისძიებები, რასაც ატარებს დღეს საქართველოს ხელისუფლება, არის პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და ზეწოლა დამფუძნებლებზე იმისთვის, რომ „ტვ პირველი“ გააჩუმონ, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ამას ვერ მოახერხებენ. ჩვენ ვხედავთ, რომ აგვისტო ივანიშვილმა გამოიყენა და იყენებს იმისთვის, რომ ზეწოლა მოახდინოს თავის პოლიტიკურ ოპონენტებზე და თავისუფალ მედიაზე. არ გადის არც ერთი დღე, რომ მან გარკვეული დანაშაულებრივი ქმედება არ ჩაიდინოს. მას უნდა შეზღუდოს ახალი პოლიტიკური ძალის დაბადება, რადგან ბუნებრივია, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის პოლიტიკური ძალა, არ იქნება იმ მხარეს, საითაც არის ივანიშვილი, შესაბამისად, ეს ზეწოლა ხორციელდება სწორედ იმის გამო, რომ მოიშოროს პოლიტიკური ოპონენტები“, - განაცხადა სერგო რატიანმა.

შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს, "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ბრალი წარუდგინა. პროკურატურის განმარტებით, საქმე ეხება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების მიერ "უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება".

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს