გორში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში ღია ცეცხლი აღარ შეინიშნება და დაკვამლიანების არეალი შემცირებულია

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საყავრეს მიმდებარედ, ტყის მასივში, ამ დროისთვის, ღია ცეცხლი აღარ შეინიშნება და ადგილზე დაკვამლიანების არეალი შემცირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათვე ცნობით, წლების განმავლობაში დაგროვებული ტორფის მასის დამუშავებას, რომელიც შიდა წვის შედეგად არის წარმოქმნილი, ცოცხალი ძალა და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა ახორციელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საყავრეს მიმდებარედ, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს.

ამ დროისთვის, ღია ცეცხლი აღარ შეინიშნება. ადგილზე დაკვამლიანების არეალი შემცირებულია. დარჩენილია რამდენიმე მცირე კერა, რომელიც ტყის მასივში, წლების განმავლობაში დაგროვებული ტორფის მასის შიდა წვის შედეგად არის წარმოქმნილი. მის დამუშავებას ცოცხალი ძალა და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა ახორციელებს.

მხედველობის არეალის აღდგენისთანავე, დღეს, დილიდან, დაკვამლიანების კერების სალიკვიდაციო სამუშაოებში კვლავ ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი, რომელიც პროცესების დაჩქარებული წესით წარმართვაში მეხანძრე-მაშველებს მნიშვნელოვან დახმარებას უწევს.

რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება“, - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: გორში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში ღია ცეცხლი აღარ შეინიშნება

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო