„თალიბანის“ ოფიციალური წარმომადგენელი - აშშ და „თალიბანი“  ავღანეთიდან უცხოეთის  ჯარების გაყვანის ვადებზე შეთანხმდნენ

აშშ და „თალიბანი“ ავღანეთიდან უცხო ქვეყნების ჯარების გაყვანის ვადებზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ „თალიბანის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა სუჰეილ შაჰინმა პაკისტანურ გაზეთ Dawn-ს განუცხადა. აქამდე მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ აშშ-ის დელეგაცია ავღანეთის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის ზალმაი ჰალილზადის მეთაურობით მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს რადიკალურ მოძრაობა „თალიბანთან“ კატარში ხუთშაბათიდან აწარმოებს.

„ჩვენ შევთანხმდით გასვლის ვადებზე. ამჟამად მოლაპარაკებები ამ გადაწყვეტილების რეალიზაციის მექანიზმებზე მიმდინარეობს“, - განაცხადა თალიბების წარმომადგენელმა დოჰაში. სუჰეილ შაჰინმა დასძინა, რომ მხარეები ჯერ ზოგად განხილვას აწარმოებენ. რეალიზაციის საკითხები კი შაბათს განიხილება. მან განაცხადა, რომ ვადები ოფიციალურად გამოცხადდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მხარეები გაყვანის მექანიზმებზე შეთანხმდებიან.

დოჰაში აშშ და „თალიბანი“ განიხილავენ ჯარების გაყვანის საკითხს და მის გარანტიებს. იგულისხმება, რომ ავღანეთის ტერიტორია არ უნდა იქნას გამოყენებული აშშ-ზე ან სხვა სახელმწიფოებზე თავდასხმისთვის. ამას გარდა შესათანხმებელია ავღანეთში ცეცხლის შეწყვეტისა და პოლიტიკური დიალოგის საკითხები. გასულ კვირას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი მიზანია ამერიკის ჯარების რაოდენობა ავღანეთში 13 ათასზე ნაკლებზე დავიდეს და იქ წარმოდგენილი იყოს სადაზვერვო სამსახურები „ძალიან მნიშვნელოვან“ დონეზე.

ამ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო