სოსო რობაქიძის განცხადებით, მისი შვილის საქმე ბოლომდე გამოძიებული არ არის

ნებისმიერ მოტივს გამოძიების, რომელიც არ მომეწონება, წავიღებ სტრასბურგში, სასწრაფო წესით, მაგრამ მანამდე იმედი მაქვს, რომ ამ საქმეს მიიყვანენ ბოლომდე, - ამის შესახებ ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

დღეს, ბუტა (ამირან) რობაქიძე 34 წლის გახდებოდა. მის საფლავზე მისი ოჯახის წევრები და ახლობლები მივიდნენ.

სოსო რობაქიძის განცხადებით, მისი შვილის საქმე ბოლომდე გამოძიებული არ არის და „ის ხალხი არ არის დაკითხული, რომლებიც უნდა დაიკითხონ“.

„ქართველმა ხალხმა არ უნდა დაივიწყოს ის რეჟიმი, რომ ასეთი რამ აღარ გამეორდეს. ის ხალხი, რომელიც ასეთ რამეს ჩადიოდნენ ხელაღებით, არა რეზინის ტყვიებით, არამედ ნამდვილი ტყვიებით, კლავდნენ ადამიანებს, აღარ უნდა მობრუნდნენ საქართველოში და დარწმუნებული ვარ, ვერ მობრუნდებიან.

ახლა არის დაწყებული ბუტას მეორე საქმე, ჩინოვნიკების საქმე. მე მაქვს იმედი, რომ გამოიძიებენ ობიექტურად, მაგრამ მაქვს იმის შიშიც, რომ 25 ნოემბრამდე აქვს ხანდაზმულობა და ხანდაზმულობამდე არ მივიდნენ.

მივმართავ პროკურატურას და მის თანამშრომლებს, რომ გამოიძიეთ საქმე. მე არ მომწონს დღევანდელი სიტუაცია, არ არის ის ხალხი დაკითხული, რომლებიც უნდა დაიკითხონ. ეს ხალხია ღვინიაშვილი, რომელიც არის საქართველოს პარლამენტის წევრი. ლევან გვაზავა, რომელიც იყო სამმართველოს პოლიციის უფროსი, ირაკლი წერეთელი, რომელიც იყო დიდუბე-ჩუღურეთის პროკურორი, ვანო ბერაძე, ირაკლი ოქრუაშვილი - რომელიც მაშინ იყო შს მინისტრი და ადეიშვილი, დავით ბედია, რომელიც იყო სოდ-ის სამმართველოს უფროსი და ახლა გადაიყვანეს იუსტიციის სამინისტროში ციხეების დეპარტამენტის თავმჯდომარედ. მე ერთი რაღაც მიკვირს, ეჭვიმიტანილ ხალხს, რომელიც დაშაულის ადგილზე იყვნენ მაშინ, რატომ აწინაურებენ?“, - განაცხადა სოსო რობაქიძემ.

შეგახსენებთ, რომ ამირან (ბუტა) რობაქიძე წერეთლის გამზირზე, დიდუბის ეკლესიასთან 2004 წლის 24 ნოემბერს მოკლეს.

იხილეთ ვიდეო: ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ბუტა რობაქიძე გაიხსენეს

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს