დონალდ ტუსკი - თუ აშშ საფრანგეთიდან იმპორტირებულ ღვინოზე ტარიფებს დააწესებს, ევროკავშირი ამას შესაბამისად უპასუხებს

ევროპის საბჭოს პრეზიდენტი დონალ ტუსკი აცხადებს, რომ თუკი აშშ საფრანგეთიდან იმპორტირებულ ღვინოზე ტარიფებს დააწესებს, ევროკავშირი ამ ნაბიჯს შესაბამისად უპასუხებს. ამის შესახებ ინფორმაციას AFP-ი ავრცელებს.

„ის, რაც ყველაზე ნაკლებად გვსურს, ჩვენს საუკეთესო მოკავშირესთან - აშშ-სთან- დაპირისპირებაა. ეს სავაჭრო და ტარიფების ბრძოლა ჩვენი ინიციატივა არაა, მაგრამ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ და მზად ვართ კიდეც“, - განაცხადა ტუსკმა ბიარიციში, სადაც „დიდი შვიდიანის“ სამიტი იმართება.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამიტზე გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე განაცხადა, რომ თუკი საფრანგეთის პრეზიდენტი ამერიკულ მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებს გადასახადებს არ მოუხსნის, ის საფრანგეთიდან იმპორტირებულ ღვინოზე სადამსჯელო ტარიფებს დააწესებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა