ოფიციალური მონაცემებით, ამაზონის ტროპიკულ ტყეებში, ხუთშაბათიდან პარასკევამდე, ხანძრის ასეულობით ახალი კერა გაჩნდა

ამაზონის ტროპიკულ ტყეებში ხანძრის ასეულობით ახალი კერა გაჩნდა, - ამის შესახებ კოსმოსის კვლევის ეროვნული ინსტიტუტის (INPE) მიერ დღეს გამოქვეყნებულ ოფიციალურ მონაცემებშია აღნიშნული.

სააგენტო AFP-ის ინფორმაციით, იმ ფონზე, როცა ბრაზილიის პრეზიდენტი დანარჩენ მსოფლიოს მოუწოდებს, მათ საშინაო საქმეებში არ ჩაერიონ და ხანძარს ქვეყანა საკუთარი ძალებით გაუმკლავდება, ამაზონის ტყეებში გასული ხუთშაბათიდან პარასკევამდე, ცეცხლის 1 663 ახალი კერა გაჩნდა.

ოფიციალური მონაცემებით, წელს ბრაზილიაში 78 383 ტყის ხანძარი დაფიქსირდა, რაც 2013 წლიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ექსპერტების განმარტებით, ტყეების განადგურება მიწების ნათესებად და საძოვრებად გადაქცევამ დააჩქარა.

აღსანიშნავია, რომ ამაზონის ტროპიკული ტყეების ხანძარს „დიდი შვიდეულის“ ლიდერები სამიტზე განიხილავენ, რომელიც ბიარიციში დღეს იხსნება. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა „დედამიწის ფილტვებად“ წოდებულ ამაზონის ტყეებში მძვინვარე ხანძარს „საერთაშორისო კრიზისი“ უწოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო