პრეზიდენტი კონსტიტუციის მიღების დღის ღონისძიებაზე - ვწუხვარ, თუ ყველა მოწვეული არ მოვიდა - ასეთ ღონისძიებაზე დასწრება ნიშანია, რომ ვართ სახელმწიფო და ერთად დგომა შეგვიძლია

ძალიან ვწუხვარ, თუ ყველა არ მოვიდა დღეს, იმიტომ, რომ ასეთ ღონისძიებაზე დასწრება - ეს არის პირველი ნიშანი, რომ ჩვენ ვართ სახელმწიფო და ჩვენ შეგვიძლია ერთად დგომა, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუციის მიღების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ის, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ჩართულია იმ პროცესებში, რომლებიც დაკავშირებულია დემოკრატიის გამყარებასთან და საზოგადოების გაერთიანებასთან.

„ამის დასტური არის დღევანდელი დღე, სადაც ყველა იყო მოწვეული და ძალიან ვწუხვარ თუ ყველა არ მოვიდა იმიტომ, რომ ასეთ ღონისძიებაზე დასწრება - ეს არის პირველი ნიშანი, რომ ჩვენ ვართ სახელმწიფო და ჩვენ შეგვიძლია ერთად დგომა, როცა საქმე ეხება სახელმწიფოს, კონსტიტუციას, ჩვენ დროშას, დამოუკიდებლობას და ყველა იმ მთავარ გამოწვევებს, რაც ჩვენ წინ დგას. თუ ეს არ შეგვიძლია მაშინ ბევრი კითხვები ისმება.

აზრთა სხვადასხვაობა აუცილებელია, მაგრამ საზოგადოების დაყოფა, სიძულვილის ენა და საზოგადოების პოლარიზაცია უკან გვაბრუნებს და სახელმწიფოს ძირს უთხრის“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, იწყება საარჩევნო წელი, რომელიც უნდა იყოს ქვეყნისთვის კიდევ ერთი, დემოკრატიის გამყარების და წინსვლის მაგალითი.

„მაქვს მოლოდინი, რომ ბოლო პერიოდში საარჩევნო სისტემის დახვეწისკენ გადადგმული ნაბიჯებიც საბოლოოდ გამყარდება და აისახება კონსტიტუციაში. მაქვს იმედი, რომ ჩვენ დავხვეწავთ პოლიტიკურ ენას და გამოხატვის უფლებასთან ერთად, რომელიც უთუოდ უნდა იყოს ბოლომდე დაცული, მოვნახავთ გზებს რათა ქართული ზრდილობის ენაც და წესიც დავიბრუნოთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის სიტყვას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

24 აგვისტოს, კონსტიტუციის მიღების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში მიღება გაიმართა. ღონისძიება მედიისთვის დახურული იყო.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით