დღეს, მარჯვენა სანაპიროზე, აბანოს მოედნიდან იუსტიციის სახლის მიმართულებით მოძრაობა ჩაიკეტება

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, დღეს, 22:00 საათიდან 26 აგვისტოს 08:00 საათამდე თბილისში, მარჯვენა სანაპიროზე, აბანოს მოედნიდან იუსტიციის სახლის მიმართულებით მოძრაობა ჩაიკეტება. გადაადგილება შესაძლებელი იქნება მეტეხის ხიდის გავლით, მარცხენა სანაპიროს მიმართულებით.

„ბარათაშვილის ქუჩიდან აბანოს მოედნისკენ წამსვლელი ავტომანქანები ვერ ისარგებლებენ ბარათაშვილის ქუჩის ბოლოს არსებული პანდუსით (სასტუმრო „ამბასადორთან“), ისინი მოძრაობას გააგრძელებენ ბარათაშვილის ხიდზე, საიდანაც ჩავლენ მარცხენა სანაპიროზე.

ავლაბრიდან ბარათიშვილის ხიდზე მოძრავი ავტომანქანები ვერ ისარგებლებენ იუსტიციის მიმართულებით ჩამსვლელი პანდუსით და მოძრაობას პირდაპირ - ბარათაშვილის ქუჩაზე გააგრძელებენ“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო