საქმიანი ტურიზმის შესახებ  კონფერენცია იმართება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ინიციატივით, საქმიანი ტურიზმის შესახებ იმერეთის რეგიონში ცნობიერების ამაღლების მიზნით კონფერენცია იმართება.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ტურიზმის სტრატეგიის შესახებ სასტუმრო „ბაგრატი1003“ -ში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა პრეზენტაცია გამართა.

კონფერენციაში საქართველოს საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი ორგანიზაციებისა და იმერეთის რეგიონში არსებული ტურისტული სააგენტოებისა და განთავსების ობიექტების თანამშრომლები იღებენ მონაწილეობას.

25 აგვისტოს, წყალტუბოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი ორგანიზაციების წევრები იმერეთში მსხვილი კვების ობიექტებისა და სფეროს წარმომადგენლებს შეხვდებიან.

საკონვენციო და საგამოფენო ბიურო საქმიანი ტურიზმის სფეროს სხვადასხვა მიმართულებების შესახებ პრეზენტაციას გამართავს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს მიზანია საქართველოში საქმიანი ტურიზმის განვითარება. ბიუროში 50 წევრი ორგანიზაციაა, რომლებიც წარმოადგენენ, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში არსებული საქმიანი ტურიზმის სფეროში მოღვაწე წამყვან განთავსების ობიექტებს, ასევე, DMC-ებსა და PCO-ებს.

საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს მიზანია საქმიანი ტურიზმის პოტენციალი უკეთ გააცნოს მის წევრებსა და რეგიონში მოღვაწე ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

აღნიშნულ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა