დავით ბაქრაძე - გამოცხადება, რომ ფაროსანა დამარცხდა,  დიდი გადაჭარბებაა და  ამის მაგალითია ოზურგეთი

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე ოზურგეთის რაიონის სოფელ ასკანაში იმყოფებოდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ მათ ფაროსანამ თხილის მოსავალი სრულიად გაუნადგურა. მათივე თქმით, ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ.

„რამდენიმე დღის წინ პრემიერმა ბახტაძემ გამოაცხადა, რომ საქართველოში წარმატებით დასრულდა ფაროსანასთან ბრძოლა. მინდა მოვუწოდო მას, ყურადღება მიაქციონ ოზურგეთის რაიონს. აქ, ამ რაიონში ფაროსანასთან ბრძოლა დასრულებული არ არის. აქ, ამ რაიონში ფაროსანა ისევე აზარალებს და აზიანებს მოსახლეობის მოსავალს, როგორც ეს ხდებოდა წინა წლებში. დიახ, საქართველოს რამდენიმე რაიონში სიტუაცია ფაროსანასთან დაკავშირებით გაუმჯობესებულია, ჩვენი უცხოელი პარტნიორების ძალისხმევით. მათთან ერთად მოხერხდა ნაწილობრივ ამ პრობლემის მოგვარება, მაგრამ იმის გამოცხადება, რომ ფაროსანა დამარცხდა, არის ძალიან დიდი გადაჭარბება. ამისი მაგალითი ოზურგეთის რაიონია. ამიტომ მინდა მოვუწოდო სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ადგილობრივ ხელისუფლებას, ყურადღება მიაქციონ ოზურგეთის რაიონის მოსახლეობას. იმიტომ, რომ დღეს მათი თხილი არის დაზიანებული ფაროსანასგან. ეს არის მათი ერთადერთი შემოსავალი, რომელსაც კარგავენ,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს