საფრანგეთში „დიდი შვიდეულის“ სამიტის საწინააღმდეგო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა

საფრანგეთის ქალაქ ბიარიცში „დიდი შვიდეულის“ სამიტის პარალელურად კლიმატის დამცველმა აქტივისტებმა და „ყვითელი ჟილეტის“ მოძრაობამ საპროტესტო აქციები გამართეს. მასში ასობით ადამიანი იღებდა მონაწილეობას. დემონსტრანტები უკმაყოფილებას გამოთქვამენ მსოფლიო ლიდერების ქმედებებით და ბრალს სდებენ ეკონომიკური და ეკოლოგიური პრობლემების გამწვავებაში. ისინი აცხადებენ, რომ დღეს როდესაც ბრაზილიაში ამაზონის ჯუნგლები ნადგურდება, ლიდერები მის შესაჩერებლად არაფერს აკეთებენ და ერთმანეთთან დაპირისპირებით არიან დაკავებულნი.

საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა დემონსტრანტების მიმართ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. სამიტის ფარგლებში მსოფლიო ლიდერთა უსაფრთხოებას 13 000-ზე მეტი პოლიციელი იცავს.

იხილეთ ვიდეო: საფრანგეთში "დიდი შვიდეულის" სამიტის საწინააღმდეგო აქცია პოლიცასთან შეტაკებაში გადაიზარდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა