უკრაინის საგარეო უწყება ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის კონტროლის ქვეშ, ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას. უკრაინა არ აღიარებს აღნიშნულ ყალბ "არჩევნებს" და განიხილავს მათ, როგორც რუსეთის ფედერაციის მორიგ პროვოკაციულ მცდელობას, მოახდინოს პრორუსული სეპარატისტული რეჟიმის ლეგიტიმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აფხაზეთში. უკრაინა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არ აღიარებს ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობას. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების პატივისცემისკენ და განუხრელი შესრულებისკენ, აგრეთვე ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის "დამოუკიდებლობის" აღიარების გადაწყვეტილების გადახედვისკენ.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თარგმანს საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა