გიორგი ლაფერაშვილი - "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებულმა პირმა შემომთავაზა ეტაპობრივად ჩემი პრობლემების მოგვარება და ხელფასის 30%-იანი მატება

ვერ მივიღებ ბრალდებას, რომ ვიღაცის ხელფასს ვჭამდი, რომ თანამშრომლებს­ შიოდათ და მე მაძღარი ვიჯექი. შესაძლოა, სასამართლოს მივმართო საპასუხო სარჩელით, - ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ყოფილმა მოადგილემ გიორგი ლაფერაშვილმა, „რუსთავი 2“-ის შესახებ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას, „კვირის პალიტრას“ განუცხადა.

მისი თქმით, შვებულების შემდეგ სამსახურში დაბრუნებას ისედაც არ აპირებდა და ამის შესახებ ყველამ იცოდა.

ამასთან, ლაფერაშვილის თქმით, მას გარკვეულ გარიგებასაც სთავაზობდნენ.

"ქართულ ოცნებასთან" დაახლოებულმა პირმა შემომთავაზა ეტაპობრივად ჩემი პრობლემების მოგვარება და ხელფასის 30%-იანი მატებაც. აბსოლუტურად გაურკვეველია, რამდენიმე დღის წინ სალიამ რა დამატოვებინა, როდესაც 19 ივლისის დილით, ანუ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მერე, პირადი განცხადების საფუძველზე დავტოვე "რუსთავი 2". ეს ჩემმა ხელქვეითებმა და ზემდგომმა პირებმაც იცოდნენ. ისე, მათი თხოვნა, რომ შვებულება დამეწერა და ამ ფორმით წავსულიყავი, გავითვალისწინე. უკან მიბრუნებას რომ არ ვაპირებდი, ყველამ იცოდა. ხალვაშს თუ პრობლემა აქვს სარედაქციო პოლიტიკასთან, შეეძლო თავიდანვე ეთქვა, რა საჭირო­ იყო ეს ერთთვიანი კატათაგვობანა? თუ ასე ძალიან უნდა "კურიერი", რომლის შესახებაც თვალცრემლიანი ლაპარაკობდა თათბირებზე, გაუგებარია, ეს რა გაითამაშა? თავის დროზე, 2006 წელს, ისე მივედი მის ტელევიზიაში სამუშაოდ, სანამ არ წამოვე­დი, საჭიროდ არ ჩაუთვლია, გამარჯობა ეთქვა“,- განაცხადა ლაფერაშვილმა.

ის აცხადებს, რომ გარკვეული პირები მის წინააღმდეგ შავი პიარის აგორებას ცდილობენ.

„ვერ მივიღებ ბრალდებას, რომ ვიღაცის ხელფასს ვჭამდი, რომ თანამშრომლებს­ შიოდათ და მე მაძღარი ვიჯექი. მარტო თანხის გაცემის უწყისებს რომ აფრიალებენ, იმავე დღეს თანხის მიღების უწყისებიც ააფრიალონ. შავი პიარის აგორებას ცდილობენ. არ გამოვრიცხავ, რომ სასამართლოს მივმართო საპასუხო სარჩელით პატივისა და ღირსების შელახვისთვის“,- განაცხადა ლაფერაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა