ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ

ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, დღეს ქუთაისში პარლამენტის წევრი სოფო კილაძე, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ.

პარლამენტის ინფორმაცვიით, ვარლამიშვილისა და რუსთაველის ქუჩების მცხოვრებლებმა იმ საკითხების შესახებ იმსჯელეს, რომლებიც მათთვის პრიორიტეტულია.

მათივე ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე საუბარი სახელმწიფო და მუნიციპალურ პროგრამებს შეეხო, განსაკუთრებული ყურადღება ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის და სოფლის მეურნეობის პროექტებზე გამახვილდა.

„შეხვედრებზე მმართველი გუნდი მოსახლეობისგან არსებულ საჭიროებებზე ინფორმაციას იღებს. გამოკვეთილი მთავარი პრობლემების მოგვარებისთვის, მაქსიმალურად მოხდება მათი გათვალისწინება მომავალი წლის ბიუჯეტში“, - ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს