ბიძინა გეგიძე - „ქართულმა ოცნებამ“ გადაუხვია ოთხპუნქტიან გეგმას, სადაც საუბარია სამართლიანობაზე, თავისუფლებაზე, კეთილდღეობასა და განვითარებაზე

2012 წელს "ოცნების" ლიდერები ამბობდნენ, კანონი უნდა მართავდეს ქვეყანასო, მაგრამ ეს ახლა ყველას დაგვავიწყდა. მედიაზე არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური თავდასხმა არ შეიძლება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ბიძინა გეგიძემ გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

უმრავლესობის წევრის თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდმა გადაუხვია ოთხპუნქტიან გეგმას,სადაც საუბარია სამართლიანობასა და თავისუფლებაზე.

„ფაქტია, გადავუხვიეთ მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმას: სამართლიანობა, თავისუფლება, კეთილდღეობა, განვითარება.

თავისუფლება უნდა ეხებოდეს მედიასაც და სასამართლოსაც. 2012 წელს "ოცნების" ლიდერები ამბობდნენ, კანონი უნდა მართავდეს ქვეყანასო, მაგრამ ეს ახლა ყველას დაგვავიწყდა. მედიაზე არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური თავდასხმა არ შეიძლება. ქვეყანაში ძალიან ბევრი უარყოფითი პროცესი მიმდინარეობს და რაც მთავარია, უფრო მეტი ემატება“, - განაცხადა გეგიძემ.

კითხვაზე, რამდენად ადეკვატურია ხელისუფლების ქმედება?! გეგიძე პასუხობს, რომ თუ 2020 წლისთვის მოცემული რეალობა არ შეიცვალა და ამასთან, საზოგადოებას სასამართლოსადმი ნდობა არ გაუჩნდება, მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნები უაზრო იქნება.

„ხელისუფლება კი არა, ზოგჯერ ექსპერტები და მედიაც კი არ არიან ადეკვატური. თუმცა მედიას აქვს ფუფუნება ასე მოიქცეს, ხელისუფლებას კი არა. ამიტომაც გაჩნდა უამრავი ეჭვი. დღეს ხელისუფლებაში ყოფნის კომფორტი ვერ წარმომიდგენია. თუ ადრე ამბობდნენ, საქართველო ­ არჩევნებიდან არჩევნებამდე ცხოვრობსო, ბოლო თვეებია, ბრიფინგიდან ბრიფინგამდე ვცხოვრობთ. 2020 წლამდე ეს რეალობა თუ არ შეიცვალა, თუ პოზიტიური პროცესები არ დაიწყო, საზოგადოებას სასამართლოს ნდობა არ გაუჩნდა, 2020 წლის არჩევნებს აზრი არ ექნება“, - განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს