დონალდ ტრამპი - რუსეთის „დიდ რვიანში“ დაბრუნება სასარგებლო იქნება

„დიდი შვიდეულის“ სამიტის შემდეგ შეხვედრაზე რუსეთის მიწვევა-არმიწვევის საკითხმა ყველაზე მწვავე დაპირისპირება გამოიწვია. აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის მიწვევის მომხრეა, დანარჩენი ლიდერები კი მას არ ეთანხმებიან.

„არიან ადამიანები, რომლებიც ისურვებდნენ, რომ რუსეთი დაბრუნდეს. ვფიქრობ, რომ ეს მსოფლიოში ბევრი რამისთვის სასარგებლო იქნება. არიან ისინი, ვინც მე მეთანხმება. ჩვენ ამას განვიხილავთ. არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, მაგრამ ჩვენ განვიხილეთ რუსეთის საკითხი - გვინდა მისი მოწვევა თუ არა“, - განაცხადა აშშ პრეზიდენტმა.

სამიტზე მყოფი დიპლომატების განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ რუსეთის ყოფნა შეხვედრაზე სასარგებლო იქნებოდა, მაგალითად, სირიისა და ირანის საკითხების განხილვის დროს, სადაც ის საკვანძო მოთამაშეა.

„საუბარი დაიძაბა იმ თემაზე საუბრისას, რომ „დიდი შვიდეული“ ლიბერალური დემოკრატიების კლუბია. ეს თვალსაზრისი ტრამპმა არ გაიზიარა“, - განაცხადა ჩინოვნიკმა, რომელმაც თავისი ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა. თუმცა სხვა ლიდერებს მიაჩნიათ, რომ ჯერ ძალიან ადრეა რუსეთის ამ ჯგუფში დაბრუნება.

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს მიაჩნია, რომ „დიდი რვიანის“ აღდგენა რუსეთის მონაწილეობით მანამდე, სანამ უკრაინის კონფლიქტი არ მოგვარებულა, სისუსტის გამოვლინება იქნებოდა მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების მიერ. ევროკავშირის ლიდერების საბჭოს თავმჯდომარე დონალდ ტუსკიც არ ეთანხმება აშშ-ს პრეზიდენტს. მისი სიტყვებით, ახლა „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს უფრო მეტი მიზეზი აქვთ „დიდი რვიანის“ ჯგუფში რუსეთის დაბრუნების საკითხში არ იჩქარონ, ვიდრე 2014 წელს, როცა ის გარიცხეს დიდი რვიანიდან.

იხილეთ ვიდეო: "დიდი შვიდეულის" სამიტის შემდეგ შეხვედრაზე რუსეთის მიწვევა-არმიწვევის საკითხმა ყველაზე მწვავე დაპირისპირება გამოიწვია

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო