„Birdfair 2019"-ზე, აჭარის სტენდთან ვიზიტორებმა გადამფრენ ფრინველებზე დეტალური ინფორმაცია მიიღეს

ბრიტანეთში "Birdfair 2019"-ზე აჭარის ფრინველებზე დაკვირვების პოტენციალი ვიზიტორების ყურადღების ცენტრში მოექცა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოსთან ერთად ფრინველებზე დაკვირვების მიმართულებას პოპულარიზაცია ბრიტანეთში მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე წელს პირველად გაუწია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, აჭარის სტენდთან ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ აჭარის, როგორც გადამფრენი ფრინველების კუთხით მსოფლიოში უდიდესი საიმიგრაციო დერეფნის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ.

გამოფენას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძეც ესწრებოდა, რომელმაც გამოფენის ფარგლებში შეხვედრები გამართა ტურლიდერებთან და დარგის სპეციალისტებთან. მისი თქმით, მსგავსი შეხვედრები აჭარის ტურიზმს, საქმიანი კონტაქტების დამყარებასა და რეგიონში ფრინველებზე დაკვირვებით დაინტერესებული ტურისტების მოზიდვაში დაეხმარება.

„ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ ძალიან მაღალია, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის მსგავს გამოფენაში მონაწილეობის მიღება, რათა რაც შეიძლება მეტ ეკოტურისტს, ორნითოლოგსა და ფრინველებზე დამკვირვებელს მივაწოდოთ ინფორმაცია რამდენად მნიშვნელოვანია აჭარის საიმიგრაციო დერეფანი მტაცებელი ფრინველების რაოდენობისა და სახეობების მრავალფეროვნების კუთხით. გვქონდა საინტერესო შეხვედრებიც, რაც დაგვეხმარება საქმიანი კონტაქტების დამყარებასა და რეგიონში ფრინველებზე დაკვირვებით დაინტერესებული ტურისტების მოზიდვაში. ამ კუთხით ჩვენთვის საინტერესო ბაზარი არის ევროპა, სადაც ეკოტურიზმის ეს მიმართულება განსაკუთრებით პოპულარულია. რამდენიმე საინტერესო და ცნობილ მეცნიერს ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში წელს ველოდებით აჭარაში, რომელიც რეგიონში 2-8 სექტემბერს გაიმართება“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ თინათინ ზოიძემ.

Birdfair ინგლისში, 1989 წლიდან ტარდება და მას ყოველწლიურად საშუალოდ 24 000- მდე ფრინველებზე დაკვირვებით დაინტერესებული ადამიანი ესწრება. გამოფენაში მონაწილეობას 450-ზე მეტი ფრინველებზე დამკვირვებელი, ორნითოლოგი და ფრინველებზე დაკვირვების მიმართულებით მომუშავე ორგანიზაცია ღებულობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა