გია ვოლსკი - თუ ხაზარაძეს დანაშაული აქვს ჩადენილი, პასუხი უნდა აგოს

რუსეთის აგრესიული სამიზნიდან ჩვენი ხელისუფლება რატომ გამოთიშეთ? ვინმეს ჰგონია, რომ რუსეთის ინტერესებში მხოლოდ მამუკა ხაზარაძის მოცილება შედის?! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემული ინტერვიუში განაცხადა.

გია ვოლსკიმ ისაუბრა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე. როგორც მან აღნიშნა, „ანაკლიის პორტი სახელმწიფო პროექტია და არა კერძო პირის, მამუკა ხაზარაძის კერძო შეკვეთა".

ამასთან, გია ვოლსკი გამოცემასთან საუბრისას გამორიცხავს, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, ასევე ტელეკომპანია "ტვ პირველის" მფლობელისა და მისი მამის გარშემო განვითარებული მოვლენები პოლიტიკურად მოტივირებულია.

გია ვოლკის თქმით, გართულებების თავიდან აცილების მიზნით, ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს.

„ძალისხმევას არ იშურებს და იმედია, ჩვენი ხელისუფლების მუშაობის შედეგად ამ მძიმე პირობებში საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა უფრო გაძლიერდება. თუ ვინმე ფიქრობს, რომ რუსეთის ინტერესები ანაკლიის პორტს ეხება, რატომ გამორიცხავენ, რომ მას საქართველოს ხელისუფლების მიმართაც ჰქონდეს ინტერესები, რუსეთის აგრესიული სამიზნიდან ჩვენი ხელისუფლება რატომ გამოთიშეთ? ვინმეს ჰგონია, რომ რუსეთის ინტერესებში მხოლოდ ხაზარაძის მოცილება შედის? ჩვენ ამას საერთაშორისო დონეზე, თანამიმდევრული ნაბიჯებით უნდა ვუპასუხოთ. ანაკლიის პორტს გრძელვადიანი მუშაობა სჭირდება. როგორ ფიქრობთ, ხაზარაძე რომ ყოფილიყო, პორტი უცებ აშენდებოდა?! მე არ მინდა ვინმეს უდანაშაულოდ დასჯა და დაპატიმრება, მაგრამ თუ ხაზარაძეს დანაშაული აქვს ჩადენილი, პასუხი უნდა აგოს. პარტია და მედია ასეთი ადამიანებისთვის თავშესაფარი ვერ იქნება“, - განაცხადა გია ვოპლკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა