"ბიბლუსმა" სოფელ აძვის სკოლის პირველკლასელებს სასკოლო საჩუქრები გადასცა

წიგნის მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსის" წარმომადგენლები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ აძვის საჯარო სკოლას ესტუმრნენ და პირველკლასებს სრული სასკოლო ნივთები გადასცეს საჩუქრად. აძვის საჯარო სკოლას მიმდინარე სასწავლო წელს 10 პირველკლასელი ეყოლება. ინფორმაციას „ბიბლუსი“ ავრცელებს.

"ძალიან ემოციური შეხვედრა გამოგვივიდა. სკოლა რუსეთის სამხედრო ბაზიდან 300 მეტრის დაშორებით მდებარეობს. ეს უკვე ცალსახას ხდის იმ ფაქტს, თუ როგორ სტრესულ პირობებში უწევთ ბავშვებს სწავლა-განათლების მიღება და ზოგადად, ცხოვრება. ამ ნაბიჯით გვინდოდა, მათთვის სოლიდარობა გამოგვეცხადებინა და გვეთქვა, რომ მუდმივად გვახსოვს ისინი და ვზრუნავთ მათზე“, - აცხადებს "ბიბლუსის" წარმომადგენელი თაკო ღაჭავა.

ბავშვებისთვისაც ძალიან ემოციური იყო "ბიბლუსის" წარმომადგენლების სტუმრობა და საჩუქრები. ბავშვებმა სტუმრებს საკუთარი შემოქმედება გააცნეს.

„მხიარული დახვედრის მიუხედავად, ბავშვების თვალებში იკითხებოდა სევდა, რომელიც იქ ცხოვრებას თან ახლავს. პატარებისთვის ეს ყველაფერი რთული გასაანალიზებელია. სკოლის წარმომადგენლები და მშობლები ძალიან მადლიერი იყვნენ. მათთვის ნებისმიერი ყურადღება ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა თაკო ღაჭავამ.

"ბიბლუსი" ამ შეხვედრისთვის გამორჩეულად მოემზადა. აღსანიშნავია, რომ სასაჩუქრე ნივთები მათმა თანატოლმა ბავშვებმა შეარჩიეს. ეს ფაქტიც განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებდა და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ბავშვები სხვა ბავშვებს დაუკავშირა ემოციურად.

"ბიბლუსი" არაერთ საქველმოქმედო პროექტშია ჩართული, თუმცა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლის მოსახლეობას პირველად დაეხმარნენ. „ბიბლუსში“ გეგმავენ, რომ ამ მიმართულებას სისტემატიური სახე მიეცეს“, - ნათქვამია "ბიბლუსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: "ბიბლუსმა" სოფელ აძვის სკოლის პირველკლასელებს სასკოლო საჩუქრები გადასცა

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა