მიხეილ კალანდიას ადვოკატი სახალხო დამცველს საჩივრით მიმართავს

ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის, მიხეილ კალანდიას ადვოკატი სახალხო დამცველს საჩივრით მიმართავს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ადვოკატი ზურაბ თოდუა განმარტავს, მას საკუთარი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობას არ აძლევენ.

„მიხეილ კალანდიას საქმეში 16 აგვისტოს ჩავერთე, შევისწავლე საქმის მასალები მთლიანად და ვაცხადებ, რომ იგი არის საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების პოლიტიკური დაკვეთის შედეგად დაკავებული და მის მიმართ ეს საქმე არის შეთითხნილი. არ მეძლევა საშუალება იმისა, რომ სრულყოფილად განვახორციელო ჩემი პროფესიული მოვალეობა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ, რადგან გლდანის მერვე საპყრობილის ადმინისტრაცია არ მაძლევს საშუალებას შევხვდე კალანდიას ისეთ ოთახში, სადაც არ არის მოსასმენი აპარატურა დამონტაჟებული და მეპატიჟებიან მიშას დროს გაკეთებულ სპეციალურ ოთახებში, სადაც ტრადიციულად შეჰყავდათ პოლიტპატიმრები. მაშინაც დადასტურდა, რომ ამ ოთახებში იყო მოსამენი აპარატურები დამონტაჟებული. ამსთან დაკავშირებით მივმართავ დღეს სახალხო დამცველს და ვთხოვ ჩაერთოს საქმეში“, - აცხადებს თოდუა.

ადვოკატის თქმით, 12 სექტემბერს, განახლებულ სხდომაზე, სასამართლო პროცესების ნაწილობრივ გასაჯაროებასთან დაკავშირებით იმსჯელებს.

„პროცესები არის სრულიად დახურული. აუცილებლად უნდა გასაჯაროვდეს ნაწილობრივ მაინც, რადგან ირღვევა პირდაპირ კონვენციის მთელი რიგი მუხლები, შეჯიბრებითობის, მაღალი საჯარო ინტერესების პრინციპები. საჯარო იყო დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომები, მით უფრო, რომ მაშინ საქმეში მონაწილე ყველა პირი იყო არასრულწლოვანი. მართალია, ინიციალებით მოიხსენიებდნენ თოთოეულ მათგანს, მაგრამ ახლა აუცილებელია სხდომა გასაჯაროვდეს ნაწილობრივ, სრულწლოვანი მოწმეების ნაწილში, ხოლო არასრულწლოვნების მონაწილეობის პროცესი დაიხუროს. ახლა უკვე ბევრი მათგანი არის სრულწლოვანი და მათ ნაწილში სხდომები უნდა გასაჯაროვდეს“, - აღნიშნა ადვოკატმა.

იხილეთ ვიდეო: მიხეილ კალანდიას ადვოკატი სახალხო დამცველს საჩივრით მიმართავს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა