15 სექტემბრისთვის ჭავჭავაძის გამზირზე ავტომანქანების მოძრაობა ნაწილობრივ აღდგება

ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე ავტომანქანებისთვის გადაადგილება ვარაზის ხევიდან „პიქსელის“ შენობამდე, 15 სექტემბრისთვის იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განუცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, მთლიანად გამზირის მოწესრიგებას მერია ახალი წლისთვის გეგმავს.

„ჭავჭავაძის გამზირზე პროექტის პირველი ეტაპი დამთავრებულია. მხედველობაში მაქვს მიწისქვეშა კომუნიკაციები. მთლიანად მოწყობილია ახალი საკანალიზაციო ქსელი, ახალი წყლის მილებია ჩადებული, ასევე მოწესრიგებულია სანიაღვრე ქსელი. პიქსელის შენობამდე ეს სამუშაოები მთლიანად დამთავრებულია. ახლა უკვე შემოსულია საგზაო კომპანია, რომელიც იწყებს გზის მოწესრიგებას. პარალელურად მიმდინარეობს ტროტუარების მოწყობა და მოწესრიგება. ვფიქრობთ, 15 სექტემბრისთვის ვარაზისხევის ამოსასვლელიდან პიქსელის შენობამდე ქვედა ფენებში საგზაო ინფრასტრუქტურა უკვე მოწყობილი იქნება და ავტომობილებით გადაადგილება იქნება შესაძლებელი. იცით, რომ ჭავჭავაძის გამზირი იქნება რადიკალურად განსხვავებული, ვიდრე დღემდე იყო. ფაქტიურად, ახალი მიდგომებია. საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ახალი ზოლები იქნება და ისინი გზის შუა ნაწილში იმოძრავებენ ყოველგვარი შეფერხების და პრობლემების გარეშე. ასევე საგზაო ნაწილს დაემატება ველობილიკებისთვის შესაბამისი ზოლები და ტროტუარები ახალი ფილებით მოპირკეთდება. ელექტროგადამცემი ხაზები, რაც ახლა მიწის ზემოთ არის, მიწის ქვეშ ჩავა. ძალიან ლამაზი ქუჩა გამოვა. მთლიანად დასრულებას საახალწლოდ ვფიქრობთ“, - განაცხადა კალაძემ.

როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობის სამუშაოებს უცხოური კომპანია მეთვალყურეობდა, გარდა ამისა, კალაძის თქმით, სამუშაოს ამოწმებს თბილისის მერიის მუნიციპალური ლაბორატორია.

„იყო შემთხვევები, როდესაც ხარისხი არ ექვემდებარებოდა მოთხოვნებს და კომპანიას თავიდან მოუწია ამ კონკრეტული სამუშაოების შესრულება, ზედამხედველობა, რა თქმა უნდა, გრძელდება“, - განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო: 15 სექტემბრისთვის ჭავჭავაძის გამზირზე ავტომანქანების მოძრაობა ნაწილობრივ აღდგება

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა