კახა კალაძე ტენდერებში რუსული კომპანიების მონაწილეობაზე - ეს პრობლემას არ წარმოადგენს, საერთოდ რაზე ვსაუბრობთ, როცა ჩვენი სტრატეგიული ობიექტები რუსული კომპანიების საკუთრებაშია?!

თბილისის მერი კახა კალაძე მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში რუსული კომპანიების მონაწილეობასა და გამარჯვებაში პრობლემებს ვერ ხედავს.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, მთავარია ეს კომპანიები კანონს იცავდნენ და ტენდერის მოთხოვნებს აკმაყოფილებდნენ. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რატომ არის გაზრდილი 2013 წლის შემდეგ ტენდერებში რუსული კომპანიების მონაწილეობა და გამარჯვება, რაზეც კალაძემ უპასუხა, რომ მთავარია, ეს კომპანიები ქალაქის ინტერესებს ემსახურებოდნენ.

„ჩვენი ბაზარი გახსნილია ყველა კომპანიისთვის. რუსული კომპანია პრობლემას არ წარმოადგენს. მთავარია, იცავდეს კანონს და აკმაყოფილებდეს ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც არის ტენდერის გამოცხადების დროს. საერთოდ რაზე ვსაუბრობთ, როცა ჩვენი სტრატეგიული ობიექტები რუსული სახელმწიფო კომპანიების საკუთრებაშია?! ამაში ხომ მეთანხმებით?! მე არ მგონია, ეს პრობლემა იყოს. მთავარია კანონს იცავდეს და აკმაყოფილებდეს მოთხოვნებს, ასევე ემსახურებოდეს ჩვენი ქალაქის ინტერესებს. შეიძლება იყოს რუსული კომპანია, ამერიკული, ბრიტანული, თურქული, ეს პრობლემას არ წარმოადგენს, მთავარია ემსახურებოდნენ ჩვენს ქალაქს და სამუშაოები მაღალ დონეზე შეასრულონ“, - განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო: კახა კალაძე ტენდერებში რუსული კომპანიების მონაწილეობაზე - ეს პრობლემას არ წარმოადგენს, საერთოდ რაზე ვსაუბრობთ?

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა