გერმანიის პროკურატურამ ზელიმხან ხანგოშვილის საქართველოში გადმოსვენებაზე თანხმობა გასცა

ზელიმხან ხანგოშვილის საქართველოში გადმოსვენებაზე გერმანიის პროკურატურამ თანხმობა გასცა,- აცხადებს საგარეო უწყების წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი. მისი თქმით, საქმეზე დამატებითი დეტალები უცნობია.

„ვინაიდან საკითხს იძიებენ გერმანელი სამართალდამცველები, ამ ეტაპზე რაიმე სახის კონკრეტულ ინფორმაციას ვერ დავადასტურებ. პროკურატურამ გასცა თანხმობა გადმოსვენებაზე, რაზეც საელჩო უახლოეს მომავალში დაიწყებს მუშაობას,- აღნიშნა კონსტანტინიდმა.

შეგახსენებთ, რომ ზელიმხან ხანგოშვილი 23 აგვისტოს ბერლინში მოკლეს. ბრალდებული, რომელიც სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს, ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზელიმხან ხანგოშვილის გვარი და სახელი ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმეში ფიგურირებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო