ოქროყანაში თბილისის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მთაწმინდის გამგეობამ ოქროყანაში თბილისის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის ფარგლებში, საგზაო სამუშაოები 8 500 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ამორტიზებული გზის სავალ ნაწილზე უკვე მთლიანად მოხსნილია ძველი საფარი, სადაც ასფალტის ორფენიანი, ახალი საფარი დაიგება.

მათივე ინფორმაციით, გზის კაპიტალური შეკეთების პარალელურად, აღნიშნულ ქუჩაზე 1 300 გრძივი მეტრი სანიაღვრე და 350 გრძივი მეტრი წყალარინების ქსელი ეწყობა. სამუშაოების მიმდინარეობას მთაწმინდის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.

„თბილისის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად გამგეობის ბიუჯეტიდან 850 000 ლარია გამოყოფილი. გზის კეთილმოწყობა სექტემბრის ბოლოს დასრულდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო