თურქეთისთვის „ეს 400“-ის მეორე ბატარეის მიწოდება ხვალ იწყება

რუსული რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექსის „ეს400“-ის მეორე ბატარეის მიწოდება თურქეთისთვის ხვალ დაიწყება. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა განაცხადა.

ნატო-ს წევრი თურქეთის მიერ ამ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის შეძენას აშშ კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. თურქეთმა რუსეთთან გარიგებაზე უარი არ თქვა და ამის გამო აშშ-მ თურქეთი ამერიკული მრავალფუნქციური მოიერიშე ავიაგამანადგურებლების, მეხუთე თაობის „ეფ35“-ის პროგრამიდან გარიცხა. თურქეთს ეს თვითმფრინავებიც უნდა მიეღო და თურქი მფრინავები აშშ-ში უკვე მათ მართვაში ვარჯიშობდნენ.

ამ ინფორმაციას „ანადოლუ“-ზე დაყრდნობით „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა