დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას ირანის მთავრობის შეცვლა არ სურს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, მას ირანის მთავრობის შეცვლა არ სურს. მისივე თქმით, მისი სურვილია ნახოს ძლიერი ირანი, ახლა კი საშუალო სტატისტიკური ირანელების ცხოვრების დონე მიუღებელია.

ტრამპის თქმით, მას არ გაკვირვებია, რომ საფრანგეთმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოლაპარაკებებზე „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში მიიწვია. ტრამპის განცხადებით, მას არ სურდა თავად შეხვედროდა ირანელ მაღალჩინოსანს, ვინაიდან ეს ჯერ ძალიან ადრეა.

„მე ვეძებ ნამდვილად კარგ და ძლიერ ირანს, ჩვენ არ გვსურს რეჟიმის შეცვლა. მე ვიცოდი რომ ის მოდიოდა და ამ ფაქტს პატივს ვცემ. ჩვენ გვსურს ირანი კვლავ მდიდარი იყოს, დაე იყვნენ ისინი მდიდრები“, - აღნიშნა თეთრი სახლის ლიდერმა.

შეგახსენებთ, რომ თეირანსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც გასულ წელს დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით აშშ 2015 წლის ბირთვული შეთანხმებიდან გავიდა და სანქციები განაახლა.

იხილეთ ვიდეო: ტრამპის განცხადებით, მას ირანის მთავრობის შეცვლა არ სურს

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს