ინდონეზიის დედაქალაქი ჯაკარტადან აღმოსავლეთ კალიმანტანის პროვინციაში გადავა

ინდონეზიის დედაქალაქი ჯაკარტადან აღმოსავლეთ კალიმანტანის პროვინციაში გადავა. ამის შესახებ ინდონეზიის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ განაცხადა. აღმოსავლეთ კალიმანტანი კუნძულ ბორნეოზე მდებარეობს. დედაქალაქის გადატანის საჭიროება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ჯაკარტამ სწრაფი ჩაძირვა დაიწყო. კერძოდ, დედაქალაქი წლის განმავლობაში დაახლოებით 25 სანტიმეტრით იძირება, რის გამოც ათწლეულების შემდეგ აღნიშნულ ქალაქში ცხოვრების შესაძლებლობა აღარ იქნება.

ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად რომელი ქალაქი ჩაანაცვლებს ჯაკარტას, ჯერ მხოლოდ პროვინციაა ცნობილი. დედაქალაქის გადატანის პროექტი დაახლოებით 33 მილიარდი დოლარი დაჯდება. ქალაქი ჯაკარტა კუნძულ ჯავაზე მდებარეობს. იგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული კუნძულია, სადაც 10 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

იხილეთ ვიდეო: ინდონეზიის დედაქალაქი ჯაკარტადან აღმოსავლეთ კალიმანტანის პროვინციაში გადავა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო