საბერძნეთის კუნძულ სამოსზე 1000-მდე  ტურისტის და ადგილობრივის ევაკუაცია განხორციელდა

საბერძნეთის კუნძულ სამოსზე 1000-მდე ტურისტის და ადგილობრივის ევაკუაცია განხორციელდა. „ბიბისის“ ცნობით, ამის მიზეზი მასშტაბური ტყის ხანძრები გახდა. ტურისტები სასტუმროებიდან და სანაპიროებიდან გაიყვანეს.

გასულ უქმეებზე 700 მეხანძრე ცდილობდა ქვეყანაში არაერთი ხანძრის კერის ლოკალიზებას. ერთ-ერთი ყველაზე რთული რეგიონი სწორედ კუნძული სამოსია, სადაც ცეცხლი სასტუმროებს მიუახლოვდა. მეხანძრეებს ცეცხლის ჩაქრობაში ხელს ქარიანი ამინდი უშლის. ქვეყნის სამოქალაქო დაცვის სამსახურის განცხადებით, ხანძრების მაღალი რისკია სამხრეთით მდებარე პელოპონესის რეგიონში.

იხილეთ ვიდეო: საბერძნეთის სანაპიროებიდან და სასტუმროებიდან ხანძრის გამო დაახლოებით 1000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს