წამებაში ბრალდებულ გიორგი სამუშიას პატიმრობა გირაოთი შეეცვალა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი გიორგი სამუშია, რომლის ექსტრადიცია უკრაინიდან ერთი თვის წინ განხორციელდა, პატიმრობიდან გათავისუფლდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში განუცხადეს, სამუშიას პატიმრობის ცხრათვიანი ვადა ამოეწურა და აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე.

„გამომდინარე იქიდან, რომ პატიმრობის 9- თვიანი ვადა ამოიწურა, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი სამუშიას აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე (პატიმრობა შეიცვალა 3 ათასი ლარის ოდენობის გირაოთი).

არსებითი განხილვა ელბერდ კობერიძის წამების საქმეზე გრძელდება. აქვე მნიშვნელოვანია ერთი დეტალი, დაზარალებული ელბერდ კობერიძე ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მისი სასამართლოში გამოცხადება და გადაადგილება ვერ ხორციელდება გარკვეული შეზღუდვების გამო, თუმცა ბრალდების მხარე ცდილობს და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ სასამართლოში წარმოადგინოს ყველა საჭირო მოწმის პოზიცია და მოახდინოს მათი დაკითხვა“, - აცხადებენ უწყებაში.

გიორგი სამუშიას უკრაინიდან საქართველოში ექსტრადიცია გასულ თვეს განხორციელდა. სამუშიას ბრალად ედება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ელბერდ კობერიძის თავისუფლების უკანონო აღკვეთაში მონაწილეობა. ელბერდ კობერიძის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ბრალდებით, ამავე საქმეზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულნი არიან დავით ახალაია, გიორგი კალანდაძე, მეგის ქარდავა და რომან შამათავა.

საქმეზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ", ასევე მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობდა, რაც 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო