ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია ანაკლიაში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

ანაკლიაში, ანაკლია-განმუხურის ბულვარში არსებული ველოსიპედის ბილიკები და ბულვარის ტერიტორიიდან, ზღვის სანაპირომდე ჩასასვლელი ბილიკების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, მოადგილეებთან, გიგა ფარულავასთან და კონსტანტინე კაკავასთან და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან ერთად გაეცნო.

მერიის ცნობით, სანაპირო ზოლზე დაირგა სხვადასხვა სახის მრავალწლიანი ხე-მცენარე, რეაბილიტირდა შადრევანი, ანაკლიის ბულვარში კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები და განმუხურის ბულვარში ფეხბურთის მოედანი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო