დონალდ ტრამპი - ირანი თუ განაგრძობს იმის კეთებას, რასაც აკეთებს, ხისტ ძალას შეეჯახება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საფრანგეთში გამართულ „დიდი შვიდეულის“ სამიტს რეალურად წარმატებული უწოდა და აღნიშნა, რომ „შეხვედრის მონაწილეებმა ერთიანობა უჩვენეს და ერთმანეთს კარგად გაუგეს“.

სამიტის შემდეგ ფრანგ კოლეგასთან, ემანულე მაკრონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, ირანის თემის კომენტირებისას, თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ თუკი ირანი კვლავაც გააგრძელებს იმავეს კეთებას, რასაც აკეთებს, ის ხისტ ძალას შეეჯახება.

„მათ არ უნდა გააკეთონ ის, რის გაკეთებას დაგვპირდნენ, რადგან თუკი ისინი ამას გააკეთებენ, ისინი ძალიან ხისტ ძალას შეეჯახებიან. ასე რომ, ვფიქრობ, ისინი კარგად მოიქცევიან“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მანვე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შეუძლია შეხვდეს ირანის პრეზიდენტს ჰასან რუჰანის, თუკი მართებული გარემოება იქნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა