ირაკლი იმნაიშვილი - თანამშრომლებისგან მოვისმინე, რომ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების ნაწილს, რომლებიც წავიდნენ, დაბრუნება სურთ

თანამშრომლებისგან მოვისმინე, რომ ჟურნალისტების ნაწილს, რომლებიც წავიდნენ, დაბრუნება სურთ, - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ირაკლი იმნაიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ის არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ წარადგინა.

როგორც იმნაიშვილმა აღნიშნა, ისინი დგანან არჩევანის ზღვარზე, მიიღონ ემოციური გადაწყვეტილება წნეხის გამო, თუ მიიღონ პროფესიული გადაწყვეტილება.

„უპირველეს ყოვლისა მინდა გითხრათ, რომ შეიძლება თქვენ გგონიათ, რომ ეს „ნიუსრუმი“ არის ცარიელი, მაგრამ როდესაც ჩვენ აქ შემოვედით, დაგვხვდა ტელევიზიის 800-მდე თანამშრომელი. თანამშრომლებისგან მოვისმინე, რომ ჟურნალისტების ნაწილს, რომლებიც წავიდნენ, დაბრუნება სურთ. ისინი ემოციური ზეწოლის გამო არიან ამ მდგომარეობაში - დგანან არჩევანის ზღვარზე, მიიღონ ემოციური გადაწყვეტილება წნეხის გამო, თუ მიიღონ პროფესიული გადაწყვეტილება“, - განაცხადა იმნაიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტების ნაწილს, რომლებიც წავიდნენ, დაბრუნება სურთ - ირაკლი იმნაიშვილი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო