ირაკლი იმნაიშვილი - მაქვს ამბიცია, რომ „რუსთავი 2“ გახდეს გამარჯვებული ჟურნალისტების ტელევიზია - გუნდმა გამარჯვება, უპირველეს ყოვლისა, ცენზურაზე უნდა მოიპოვოს

მაქვს ამბიცია, რომ „რუსთავი 2“ გახდეს გამარჯვებული ჟურნალისტების და გამარჯვებული თანამშრომლების ტელევიზია, - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და საინფორმაციო სამსახურის ახალმა უფროსმა ირაკლი იმნაიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც იმნაიშვილმა აღნიშნა, „უპირველეს ყოვლისა, ამ გუნდმა გამარჯვება ცენზურაზე უნდა მოიპოვოს განურჩევლად იმისა, ეს არის ოპოზიციური გუნდიდან, ყოფილი რეჟიმიდან, თუ მმართველი პარტიის მხრიდან წამოსული ცენზურა“.

„მე 14 წლის წინ მომიწია საქართველოს დატოვება ჩემი ჟურნალისტური საქმიანობის გამო ოჯახთან ერთად. ჩემთვის გასაგებია, რამდენად მძიმეა ჟურნალისტისთვის წავიდეს იმ ტელეკომპანიიდან, რომელიც მისთვის არ არის მხოლოდ სამსახური და ეს არის ოჯახი. ეს არის ცხოვრების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. გამიმართლა, რომ 14 წლის განმავლობაში და დღესაც ვმუშაობ მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტულ და გავლენიან მედიასაშუალებაზე და ამ 14 წლის მანძილზე ყოველთვის მინდოდა საქართველოში ჩამომეტანა, როგორც საოპერაციო და ჟურნალისტური სტანდარტი, ასევე, უპრეცედენტო გარანტია სარედაქციო დამოუკიდებლობის, რომელიც დასავლურ მედიაში არსებობს“, - განაცხადა იმნაიშვილმა.

მისივე თქმით, მთავარი ამოცანა არის, რომ შეიქმნას სარედაქციო ჩარჩო-ხელშეკრულება იყოს გაწერილი რეგლამენტი, რომელსაც იურიდიული ძალა ექნება.

„ეს იქნება კონტრაქტი არხის მფლობელებსა და საინფორმაციო სამსახურს შორის. ეს კონტრაქტი მისცემს აქ მომუშავე ჟურნალისტებს საშუალებას, დაიცვან თავისი თავი და სარედაქციო დამოუკიდებლობა. ძალიან გულუბრყვილობა იქნება იმის აღქმა, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა იქნება ერთჯერადი პროცესი, სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლა ეს არის ყოველდღიური პროცესი. „რუსთავი 2“ იყო გამარჯვებული ხალხის ტელევიზია, მაგრამ გამარჯვებიდან ძალიან მალე, ხალხსაც და მფლობელებსაც ეს ტელევიზია ძალიან მალე წაართვეს. თუ ჩვენი მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება, მე მაქვს ამბიცია „რუსთავი 2“ გახდეს გამარჯვებული ჟურნალისტების და გამარჯვებული თანამშრომლების ტელევიზია. გამარჯვება უპირველეს ყოვლისა ამ გუნდმა ცენზურაზე უნდა მოიპოვოს განურჩევლად იმისა, ეს არის ოპოზიციური გუნდიდან, ყოფილი რეჟიმიდან, თუ მმართველი პარტიის მხრიდან წამოსული ცენზურა. ეს იქნება ყველაზე დიდი გამოწვევა“, - განაცხადა იმნაიშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა