ირაკლი იმნაიშვილი - არავითარ შემთხვევაში არ დავიწყებდი ამ მოლაპარაკებებს, რომ არა საერთაშორისო პარტნიორების და დიპლომატიური კორპუსის მხარდაჭერა

დაკვეთა იმისა, რომ დამოუკიდებელმა მედიამ ქართულ მედიასივრცეში დაიწყოს მუშაობა და მასზე ზეგავლენა იყოს შეზღუდული, იქნება ეს პოლიტიკური თუ ბიზნესის, არის გამოკვეთილი და ეს დაკვეთა მოდის საერთაშორისო პარტნიორებისგან, - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ირაკლი იმნაიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც იმნაიშვილმა აღნიშნა, სწორედ ამ მხარდაჭერაზე გაკეთდება აქცენტი.

„მე არავითარ შემთხვევაში არ დავიწყებდი ამ მოლაპარაკებებს, რომ არა საოცრად დიდი მხარდაჭერა საერთაშორისო პარტნიორების და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის. სწორედ ამ მხარდაჭერაზე გაკეთდება აქცენტი. როგორც კი შევიმუშავებთ ჩარჩო ხელშეკრულებას, მოვახერხებთ დავასრულოთ მოლაპარაკების პროცესი, აუცილებლად გაკეთდება ამ ჩარჩო ხელშეკრულების პრეზენტაცია. მოვიწვევთ ჟურნალისტებს და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს. დაკვეთა იმისა, რომ დამოუკიდებელმა მედიამ ქართულ მედიასივრცეში დაიწყოს მუშაობა და მასზე ზეგავლენა იყოს შეზღუდული, იქნება ეს პოლიტიკური თუ ბიზნესის, არის გამოკვეთილი და ეს დაკვეთა მოდის საერთაშორისო პარტნიორებისგან. ახლა ამოცანაა ეს დაკვეთა შესრულდეს და გაჩნდეს ამის პოლიტიკური ნება“, - განაცხადა იმნაიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა