ნიკა გვარამია - არავის ჰქონია ჩემთან საუბარი იმაზე, რომ „რუსთავი 2“- ზე დაბრუნდებოდა და თუ ვინმე დაბრუნდება, იხილავთ - მე ვიცი, ჩემთან ვინ იმუშავებს

ვინ სად აპირებს დაბრუნებას, რატომ უნდა მაინტერესებდეს?! მე მხოლოდ ის ვიცი, ვინ მჭირდება და ვინ იმუშავეს ჩემთან, - ამის შესახებ „რუსთავი 2”-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ „რუსთავი 2“-ის ახალი საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ირაკლი იმნაიშვილის განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, თანამშრომლებისგან შეიტყო, რომ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების ნაწილს, რომლებიც ტელეკომპანიიდან წავიდნენ, ისევ დაბრუნება სურთ.

გვრამიამ აღნიშნა, რომ ის „მთავარ არხზე“ იტოვებს მათ, ვინც „მისთვის საინტერესოა“.

„ვინ სად დაბრუნდება, ამაზე პასუხი არ მაქვს. არავის ჰქონია ჩემთან საუბარი იმაზე, რომ „რუსთავი 2“- ზე დაბრუნდებოდა და თუ ვინმე დაბრუნდება, იხილავთ. მე ვიცი, ჩემთან ვინ იმუშავებს და ვინ იქნება. ვინ სად აპირებს დაბრუნებას რატომ უნდა მაინტერესებდეს?! მე მხოლოდ ის ვიცი, ვინ მჭირდება და ვინ იმუშავეს ჩემთან“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში.

„რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად ირაკლი იმნაიშვილის დანიშნვნის საკითხზე კომენტირებისას კი განაცხადა, რომ ირაკლი იმნაიშვილს იცნობს, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას ვერ შეაფასებს, რადგან ეს არაკორექტული იქნება. „წარმატებას ვუსურვებთქო ვერ ვიტყვი, რადგან ბიძინა ივანიშვილის არხს წარმატებებს ვერ ვუსურვებ“, - აღნიშნა გვარამიამ.

ამასთან, მისი თქმით, დღეს დილიდან კონტარქტების დადებაზე მუშაობს. „კონტრაქტს ვუდებ იმათ, ვინც ჩემთვის საინტერესოა, ყველას არა, რა თქმა უნდა. ვიღაცა სხვაგან მიდის, სხვა ტელევიზიაში, ვინც ჩემთვის საინტერესოა, ამ ტელევიზიაში იქნება“, - განაცხადა გვარამიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა