გერმანიის საგარეო უწყება - არ ვაღიარებთ ე.წ. არჩევნებს, რომელიც საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთში გაიმართა

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში - აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება.

როგორც გერმანიის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ე.წ. არჩევნებს და მის შედეგებს უკანონოდ მიიჩნევენ.

„გერმანიის ფედრალური მთავრობა მტკიცედ დგას საქართველოს გვერდში რაც შეეხება მის სუვერენიტეტს და ტერიტორიული მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ისევე როგორც ჩვენი პარტნიორები ევროკავშირში, ჩვენ არ ვაღიარებთ ე.წ. „არჩევნების“ არც კონსტიტუციურ და არც სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც 25 აგვისტოს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში აფხაზეთში გაიმართა. ჩვენ ამ „არჩევნებს“ და მის შედეგებს უკანონოდ მივიჩნევთ“, - ნათქვამია გერმანიის საგარეო უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში გუშინ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა.

იხილეთ ვიდეო: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში - აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა