მადრიდში კოკისპირული წვიმის გამო მეტროს რამდენიმე სადგური დაიხურა

მადრიდში კოკისპირული წვიმის გამო მეტროს რამდენიმე სადგური დაიხურა. უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა ქალაქის დიდი ნაწილი.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ მიედინება ქუჩებში წყლის ნაკადი. სტიქიამ დააზიანა ავტომობილები. მადრიდში წვიმას თან დაერთო ძლიერი სეტყვაც.

უამინდობის გამო მთავრობამ რამდენიმე მაგისტრალის დახურვის გადაწყვეტილებაც მიიღო. უამინდობის შედეგად მხოლოდ მადრიდი არ დაზარალებულა. დედაქალაქის სამხრეთით უზარმაზარი ტორნადო დაფიქსირდა, რომელიც თავს ქალაქ კამპილოსს დაატყდა.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ესპანეთის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, უხვი ნალექი აგვისტოს დასრულებამდე შენარჩუნდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო