საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დელეგაცია უკრაინაში აშშ-ს საელჩოს წარმომადგენელს შეხვდა

კიევში, საქართველოს საელჩოში, საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა უკრაინაში აშშ-ს საელჩოს წარმომადგენელთან, უფროს სამედიცინო მრჩეველთან ვეტერანთა მომსახურების და ჯარისკაცთა რეაბილიტაციის დარგში შერი მიშელთან, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს.

„ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა შეხვედრაზე ისაუბრა უწყების მუშაობის პრინციპის, პრიორიტეტების, ვეტერანთა სოციალური, ჯანდაცვის და დასაქმების საკითხებზე. აღსანიშნავია, რომ შერი მიშელი საქართველოში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში მუშაობდა სხვადასხვა პროექტებზე და მისთვის გარკვეულწილად ცნობილია ქართველი ვეტერანების და ჯარისკაცების საჭიროებები და პრობლემები. შეხვედრაზე მერი მიშელმა ქართულ მხარეს ვეტერანების სოციალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით ბევრი სასარგებლო და საინტერესო რეკომენდაცია მისცა.

მისი განცხადებით, ვეტერანების ფსიქორეაბილიტაციის საკითხებზე მუშაობისას ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა. მან ასევ ისაუბრა უკრაინაში არსებულ „ვეტერანების სახლზე“, რომელიც ვეტერანების ფსიქორეაბილიტაციის მიზნით არის შექმნილი. მისი განცხადებით, „ვეტერანის სახლში“ ჰყავთ ექიმები, ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები და მომსახურე პერსონალი, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ ვეტერანებს პრობლემების გადაჭრაში დაეხმარონ.

შეხვედრაზე გაჩნდა იდეა, რომ მსგავსი ტიპის „ვეტერანების სახლი“ საქართველოშიც გაიხსნას, რომელიც ქართველ ვეტერანებსაც მნიშვნელოვნად გაუადვილებს ფსიქორეაბილიტაციის პროცესს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრას ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე, დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, კობა კობალაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, მიხეილ ხურციძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პროტოკოლის განყოფილების უფროსი, ეკატერინე ფაჩულია და საქართველოს თავდაცვის ატაშე უკრაინაში, ლევან გამყრელიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა