ცენტრალური აფრიკის რეგიონებში ხანძარია, რომელიც მასშტაბებით ამაზონის ტყეებში არსებულ ხანძრებს აღემატება

ცენტრალური აფრიკის რეგიონებში ხანძარია, რომელიც მასშტაბებით ამაზონის ტყეებში არსებულ ხანძრებს აღემატება. როგორც „ნასას“ რუკები აჩვენებს, ხანძრებს ამაზონის გარდა მსოფლიოს სხვა წერტილებშიც ებრძვიან, ყველაზე მასშტაბური ხანძრები კი სწორედ აფრიკის რეგიონშია. კერძოდ, ბოლო ორი კვირაა რაც ანგოლაში სამჯერ უფრო მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან, ვიდრე ბრაზილიაში. „ბიბისის“ ცნობით, ამ ქვეყანაში ოფიციალური მონაცემებით 6 902 ხანძრის კერაა, მის მეზობელ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში კი 3 395. თუმცა, „ნასას“ რუკები ვერ აფიქსირებს ცეცხლი ძირითადად ბალახს უკიდია თუ ტყეებს.

როგორც „ბიბისი“ წერს, აფრიკის რეგიონშიც ფერმერები ხანძარს სასოფლო- სამეურნეო მიწების გასასუფთავებლად იყენებენ, ვინაიდან ეს გზა მათ ყველაზე იაფი უჯდებათ.

იხილეთ ვიდეო: ხანძრები ცენტრალური აფრიკის რეგიონში - მასშტაბები ამაზონის ტყეებში არსებულ ხანძრებს აღემატება

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა