ბექა ნაცვლიშვილი - "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკას შორის არანაირი განსხვავება არ არის

თუ გვექნება ისეთი პარტიული ლანდშაფტი, რომელიც დღეს გვაქვს, სადაც მაგალითად, პოლიტიკაში შემოვა ხაზარაძე, ერთი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი - მეორე, მესამე - კეზერაშვილის სახით, ეს არაფერს შეცვლის. ამას არც პროპორციული სისტემა უშველის და არც მაჟორიტარული,- ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

რაც შეეხება იმას, ჩაერთვება თუ არა დეპუტატი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საჯარო განხილვაში, ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ დღეს დამოუკიდებელ დეპუტატებს შეხვედრა აქვთ და სწორედ ამ შეხვედრაზე განიხილავენ, ვინ იქნება წარმოდგენილი კომისიაში, რომელიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საორგანიზაციო სამუშაოებს გააგრძელებს.

ამასთან, დამოუკიდებელმა დეპუტატმა ისაუბრა პროპორციულ სისტემაზე და აღნიშნა, რომ ის საზოგადოებაში არსებულ განწყობას კარგად ასახავს.

"პროპორციულმა სისტემამ რომ იმუშავოს, უნდა არსებობდეს განსხვავებული აზრები. დღეისათვის საქართველოში ძირითადად პარტიები ერთმანეთისგან საერთოდ არ განსხვავდება. ერთადერთი განსხვავდება იმით, რომ ერთი პარტია მეორეს აბრალებს, რომ რუსეთის აგენტია, არის პრორუსული ან პროდასავლური, რომელსაც არანაირი შინაარსი არ აქვს. მთავარი, რაც ჩვენ მოსახლეობას აწუხებს, ეს არის სოციალური და ეკონომიკის პოლიტიკა. ამ თვალსაზრისით პარტიები ძირითადად ერთმანეთისგან არ განსხვავდება და წარმოადგენენ 1 კონკრეტული ლიდერის ირგვლივ გაერთიანებულ ადამიანებს, რომლებიც ამ ლიდერის ქება-დიდებით არიან დაკავებულნი," - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

ამასთან, მისი შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკას შორის არანაირი განსხვავება არ არის.

"ჩვენ თუ გვექნება ისეთი პარტიული ლანდშაფტი, რომელიც დღეს გვაქვს, სადაც მაგალითად, პოლიტიკაში შემოვა ხაზარაძე, ერთი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი - მეორე, მესამე - კეზერაშვილის სახით, ეს არაფერს შეცვლის. ამას არც პროპორციული სისტემა უშველის და არც მაჟორიტარული, რომელიც იყო. გამომდინარე იქიდან, რომ ყველა იქნება ერთი მსოფლმხედველობის მქონე პარტია,"- აღნიშნა ბექა ნაცვლიშვილმა.

ასევე, მისი თქმით, პროპორციული სისტემა მისასალმებელია, მაგრამ მას "მზა პარტიები სჭირდება, რომლებიც არა 1 ლიდერის სადიდებლად შეიქმნენ, არამედ კონკრეტული ხედვები აქვთ, განსხვავებული სხვა პარტიებისგან."

ამასთან, ბექა ნაცვლიშვილი მიესალმება ბლოკების გაუქმებას და აღნიშნავს, რომ ეს იყო "ჩვეულებრივი პოლიტიკური კორუფციის წყარო".

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა