2018 წელს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 3 666.1 ათას სტუმარს მოემსახურა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 8.4 %-ით აღემატება

2018 წელს საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 3 666.1 ათას სტუმარს მოემსახურა, რაც 8.4 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს,- ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

საქსტატის თანახმად, დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2018 წელს საქართველოში სასტუმროს მომსახურებით დაკავებული 1 541 ეკონომიკური სუბიექტი ფუნქციონირებდა, რომლებიც 1 639 სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებას ფლობდნენ, რაც 2.8 პროცენტით აღემატება 2017 წლის ანალოგიურ მონაცემს.

სასტუმროს მომსახურებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტებისათვის ყველაზე გავრცელებულ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას წარმოადგენდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელიც მოიცავდა 2018 წელს მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო რაოდენობის 58.3 პროცენტს.

საქსტატის ინფორმაციის თანახმად, სასტუმროების და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების 99.1 პროცენტი კერძო საკუთრებაში იყო, ხოლო 0.9 პროცენტი - სახელმწიფო საკუთრებაში. 2018 წელს საქართველოში მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო ფართობი 1 927.9 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენდა, რაც 7.7 პროცენტით აღემატება 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელს. აქედან იჯარით გაცემული იყო 70.5 ათასი კვადრატული მეტრი, ხოლო ყველა ნომრის საცხოვრებელი ფართობი 958.6 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენდა, რაც 8.7 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

საქსტატის თანახმად, 2018 წელს მოქმედ სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში ადგილების საერთო რაოდენობამ 72.6 ათასი შეადგინა, რაც 8.6 პროცენტით აღემატება 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელს. ნომრების საერთო რაოდენობა გაიზარდა 8.2 პროცენტით და 33.2 ათასს გაუტოლდა.

რაც შეეხება მომსახურებას, საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 3 666.1 ათას სტუმარს მოემსახურა, რაც 8.4 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. სტუმართა 71.3 პროცენტს უცხოელები წარმოადგენდნენ. მათგან 19.7 პროცენტი რუსეთის ფედერაციის მოქალაქები იყვნენ, რაც 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელს 29.4 პროცენტით აღემატება. ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსულ სტუმართა უმეტესობას გერმანიისა (23.2 პროცენტი) და პოლონეთის (19.5 პროცენტი) მოქალაქეები შეადგენდნენ, ხოლო სხვა ქვეყნებიდან შემოსულ სტუმართა უდიდესი წილი თურქეთისა (20.9 პროცენტი) და ისრაელის (18.8 პროცენტი) მოქალაქეებს ეკავათ.

ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2018 წელს საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებს უმეტესად სტუმრობდნენ რეკრეაციისა და დასვენების მიზნით.

სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში რეკრეაციისა და დასვენების მიზნით განთავსებული უცხოელი სტუმრების უმეტესობა რუსეთის ფედერაციისა და თურქეთის მოქალაქეს წარმოადგენდა.

2018 წელს საქართველოს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში დასაქმებული იყო 19 261 ადამიანი, რომელთა უმეტესობას ქალები წარმოადგენდნენ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა