ირანის პრეზიდენტი - პოზიტიური ცვლილების გასაღები ვაშინგტონს აქვს, პირველი ნაბიჯი მან უნდა გადმოდგას

პოზიტიური ცვლილების გასაღები ვაშინგტონს აქვს... ასე რომ, გადმოდგან პირველი ნაბიჯი. ამ ნაბიჯის გარეშე ეს საკეტი ვერ გაიხსნება, - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ ირანის სახელმწიფო ტელევიზიის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

სააგენტო „როიტერსის“ ინფორმაციით, ამით როჰანი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ირანის პრეზიდენტთან შეხვედრისთვის მზაობა გამოხატა იმ შემთხვევაში, თუკი ამისათვის „სწორი გარემოებები“ შეიქმნება.

როჰანიმ განაცხადა, რომ ირანი მოლაპარაკებისთვის მუდამ მზადაა, მაგრამ პირველ რიგში „აშშ-მ ირანისთვის დაწესებული უკანონო, უსამართლო და არამართებული სანქციები უნდა გააუქმოს.“

„ირანს მსოფლიოსთან დაძაბულობა არს სურს. ჩვენ გვსურს უსაფრთხოება ახლო აღმოსავლეთში და უკეთესი და მეგობრული ურთიერთობები სხვა ქვეყნებთან,“ - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „დიდი შვიდიანის“ სამიტის შემდეგ განაცხადა, რომ მზადაა, ირანის პრეზიდენტ ჰასან როჰანის შეხვდეს თუ ამისთვის შესაბამისი გარემოებები შეიქმნება.

„დარწმუნებული ვარ, ირანს შეუძლია დიდებული ქვეყანა იყოს, მაგრამ მათ არ შეიძლება ატომური იარაღი ჰქონდეთ,“ - განაცხადა ტრამპმა „დიდი შვიდიანის“ ერთობლივ პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ იმისთვის, რომ ამ შეხვედრას დათანხმდეს, ირანი „კარგი მოთამაშე“ უნდა გახდეს.

ტრამპის ამ კომენტარს წინ უძღოდა ირანის პრეზიდენტის განცხადება იმის თაობაზე, რომ ის მზადაა ნებისმიერს შეხვდეს, თუ ეს შეხვედრა ირანს სარგებელს მოუტანს.

აშშ-ისა და ირანს შორის არსებული დაპირისპირება ქალაქ ბიარიცში გამართული „დიდი შვიდიანის“ სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. მუჰამედ ჯავად ზარიფი ბიარიცში25 აგვისტოს მოულოდნელად ჩავიდა. მისი ვიზიტი საფრანგეთის ლიდერის მიწვევით შედგა.

აშშ-სა და ირანს შორის ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც შარშან დონალდ ტრამპმა 2015 წლის ბირთვული შეთანხმებიდან გასვლა და თეირანის წინააღმდეგ სანქციების განახლება გადაწყვიტა.

ნანა ჩაჩუა - არჩევნების წინ არსებულ ვითარებას შევაფასებდი როგორც სიურრეალიზმს, თანაც ისეთს, როგორსაც სალვადორ დალიც კი ვერ წარმოიდგენდა
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2020
ილჰამ ალიევი იაპონურ გაზეთ Nikkei-სთან ინტერვიუში - ომის შემდეგ სომხეთს შეუძლია, აზერბაიჯანისა და თურქეთის პარტნიორი გახდეს
პარტია “ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ქეთი თურაზაშვილი - აუცილებელია განათლების სისტემის რეფორმა და “კომაროვის” მოდელი
დავით თარხან-მოურავი - ვინც კოდორი და ახალგორი ჩააბარა, ის გვაცხადებს რუსეთის აგენტად - ამაზე დაფიქრდით (R)
დავით თარხან-მოურავი - მოსახლეობის უმეტესობა ირჩევს "საქართველოს პატრიოტთა ალიანსს (R)
„ბადაგონმა“ თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის PCR ტესტირება დაიწყო
გიორგი ლომია - "ოცნება" და "ნაცმოძრაობა" იმდენად შეერწყნენ ერთმანეთს, რომ დღეს უკვე ერთნი არიან" (R)
პაატა ჯიბლაძე - "პატრიოტთა ალიანსი" ერთადერთი ძალაა, რომელიც ყოველთვის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს (R)
ნანა დევდარიანი - "პატრიოტთა ალიანსი" უსწრებს "ქართულ ოცნებას" (R)