ვენახების კადასტრის ამონაწერის ასაღებად ვადა რამდენიმე დღე რჩება

„ქინძმარაულის“, „ახაშენის“, „ყვარლის“ და „მუკუზნის“ მიკროზონების მევენახეებმა კადასტრის ამონაწერი 2019 წლის 1 სექტემბრამდე უნდა აიღონ. მიმდინარე წლის რთველის დროს, ყურძნის ჩაბარება აღნიშნული მიკროზონებიდან მხოლოდ ვენახების კადასტრის ამონაწერის საფუძველზე მოხდება. აღნიშნულ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„კადასტრის ამონაწერის მისაღებად, მევენახემ უნდა მიმართოს შესაბამის წარმომადგენლებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებში ყვარელსა და გურჯაანში, ასევე გურჯაანის მუნიციპალიტეტის შემდეგი სოფლების ადგილობრივ საკრებულოებს: ველისციხე, კალაური, ვაჩნაძიანი, ჩუმლაყი, ვაზისუბანი, ახაშენი, მუკუზანი და შაშიანი. ამასთან ერთად, შექმნილია კადასტრის მობილური ჯგუფი, რომელიც გადაადგილდება ყვარლის მუნიციპალიტეტების სოფლებში.

აღნიშნული მიკროზონებიდან ჩასაბარებელი ყურძნის რაოდენობა განსაზღვრულია: 1 ჰექტრიდან არაუმეტეს 10 ტონა. 10 ტონზე მეტი რაოდენობის ჩასაბარებელი ყურძენი, შეფასდება როგორც ჯიშური ღვინის მასალა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს ვენახების ეროვნული კადასტრის შექმნა ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ხარისხისა და კონკურენტიანობის გაზრდას მსოფლიო ღვინის ბაზარზე, უზრუნველყოფს რთველის პროცესის გამარტივებას და გამჭვირვალედ ჩატარებას.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს